რუსთავის საკრებულო "ქართული ოცნების" ორმა წევრმა დატოვა

2022-01-31 13:08:18

რუსთავის საკრებულო "ქართული ოცნების" ორმა წევრმა დატოვა.

როგორც სხდომაზე რევაზ გოგიძემ და დავით იშხნელმა განაცხადეს, ისინი წარმომადგენლობით ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავენ, რათა საქმიანობა აღმასრულებელში გააგრძელონ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  გოგიძე საქმიანობას "რუსთავსერვის ცენტრში" განაგრძობს, ხოლო დავით იშხნელი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება.

მათ ადგილას საკრებულოში, სავარაუდოდ, ერეკლე ლაცაბიძე და ბადრი მაჭავარიანი შევლენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები