რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-2 სხდომაზე თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატი წარადგინეს.
"ქართული ოცნების" წევრებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, კანდიდატურაც არ დაუყენებიათ.
ასევე კანდიდატურა არ წარუდგენიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულია პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია.
ამ დროისთვის სხდომაზე გამოცხადებულია შესვენება.