რუსთავში 5 541-მა მოსწავლემ დისტანციური სწავლება აირჩია

2022-01-31 11:08:06

სკოლებში სწავლის განახლების დღიდან, 17 იანვრიდან რუსთავში დისტანციური სწავლების ფორმა 5 541 ბავშვის მშობელმა აირჩია. ამი ებ ინფორმაცია "ინფო რუთავს" განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

როგორც მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ რიცხვთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნის პარალელურად, ზოგიერთი მშობელი აუქმებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მოთხოვნას, ასევე, ბავშვების გარკვეული რაოდენობა სწავლის განახლების დროს უკვე იმყოფებოდა და ახლაც რჩება დისტანციურ სწავლებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.