ეკა პაპუაშვილმა თანამდებობა დატოვა

2022-01-30 13:23:50

ეკა პაპუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ამდენი წელიწადია უკვე ჩემი ჯანმრთელობის ფასად დაჯდა ყველაფერი და უკვე დრო იყო. გადავალ კერძო სტრუქტურაში. ასევე დავუბრუნდები საგანმანათლებო სისტემას. ახალი სასწავლო წლიდან წავიკითხავ ლექციებს", - განაცხადა ეკა პაპუაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში.

პაპუაშვილი მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2014 წლიდან ამ დრომდე სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად რუსთავის მუნიციპალიტეტი კონკურსს გამოაცხადებს.