ეპიდვითარება რუსთავში

2022-01-29 21:41:55

რუსთავში ბოლო დღეებში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესებულია.

კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 137 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 217 პირი შემოწმდა.

მათ შორის 40 პირს ინფიცირება "პსრ" კვლევით დაუდასტურდა.

კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 183 პირი გამოიკვლიეს.

მათ შორის 12 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.