რუსთავში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა

2022-01-28 17:24:59

რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთი საჯარო სკოლა დაიხურა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 1-ელი საჯარო სკოლა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ონლაინ სწავლებაზე 9 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ყველა სკოლფიქსირდება, სადაც წერტილოვანი შეღუდვებია დაწესებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები