რუსთავის მერმა საწარმოების მონიტორინგი დაიწყო [video]

2022-01-27 15:25:57

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გარემოსდაცვითი კანონპროექტის აღსრულების მიზნით, ქალაქში არსებულ საწარმოებში მონიტორინგის პროცესი დაიწყო. [ვიდეო/video]

პირველ ეტაპზე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა "რუსელოისის" მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმო მოინახულეს.

როგორც მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი, საწარმოს ხელმძღვანელობა დადებული პირობის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოასვლელად საჭირო დანადგარების მონტაჟს თებერვლის თვიდან ვერ დაიწყებს და სისტემის სრულად გასამართად კიდევ რამდენიმე თვეს ითხოვს.

საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ბარნაბიშვილის თქმით, ვადებში ვერ ჩატევის მიზეზი პანდემია გახდა.

"ჩვენი მიზეზების გამო არ მომხდარა ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, ინდოეთთან გვაქვს კონტრაქტი დადებული და პანდემიის პირობებში ინდოეთში 4 თვე გაჩერებულო იყო ყველაფერი. აქედან გამომდინარე, 4 თვით დავგვიანდით, იმიტომ გაიწელა ეს პროცესი. ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა", - განაცხადა გიორგი ბარნაბიშვილმა.

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ აპრილის დასასრულისთვის თვითმონიტორინგისა და ფილტრაციი ტემები დამონტაჟებული ინება.

"მოვედით, რომ ადგილზე გვენახა ის გაუმჯობესება, რაზეც საწარმოები გვესაუბრებოდნენ. თუნდაც ი ტექნიკა, რაც დღეს ჩვენ საწყობში ვნახეთ, რომ აქვთ შემოტანილი. კიდევ ელოდებიან ახალ ტექნიკას და სრულად უზრუნველყოფას შეძლებენ აპრილის დასასრულში, როგორც თვითონ ამბობენ.  დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ აქ დასაქმებულია 700 ადამიანი და მათ უკან დგას 700 ოჯახი, ამიტომ სახელმწიფო მზად არის, მხარში დაუდგეს საწარმოს, თუმცა არ დავუშვებთ იმას, რომ საწარმოებმა ეს ვადა ყოველ თვე გადაწიონ და ცუდი გავლენა მოახდინონ ჩვენ ჯანმრთელობაე", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ის ვადები, რომელსაც საწარმო ასახელებს, რეალურია და ტემი გაამართად აკმირი ინება.

"საწარმომ ამ ეტაპზე გარკვეული ნებართვა უნდა მიიღოს და დაიწყოს მოწესრიგება ასპირაციის სისტემის. ვფიქრობ, რომ ის ვადები, რაც დღეს მათი მხრიდან დასახელდა, მოსწრებადი იქნება და ჩვენი მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ეს ვადები იყოს მაქსიმალურად შემჭიდროებული. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ სახელმწიფო უწყებები სანებართვო დოკუმენტების მიღებაში იმისთვის, რომ ასპირაციისა და გამწოვი სისტემების მოწყობა არ შეფერხდეს", - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

სახელმწიფოსგან კონკრეტული გრაფიკის წარმოდგენას მოითხოვს სამოქალაქო მორაობა "გავიგუდეთ". მოძრაობის აქტივისტის, თიკო მაღედანის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომელი საწარმო როდის მოვა აალ ტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა ემდგომი ვადები კონტროლი ლონ.

"დეკემბერში ვიყავით რუსელოისში და მაშინ გვითხრეს, რომ მაისის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ, დღეს გაჟღერდა, რომ აპრილისთვის იქნება მზად. საერთოდ სხვადასხვა თარიღები ჟღერდება და არ ვიცით, რომელია რეალობასთან შესაბამისობაში, ამიტომ ვფიქრობთ, აუცილებელია, სახელმწიფომ წარმოადგინოს 24-ვე საწარმოს შემთხვევაში კონკრეტული გრაფიკი, რომ შევძლოთ მოქალაქეებმა სათანადოდ გავაკონტროლოთ, ამ გრაფიკს მიყვებიან თუ არა საწარმოები", - განაცადა თიკო მაღედანმა.

შეხვედრას "რუელოიი" რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და "რუსელოისის" წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები