რუსთავში 7 სკოლა დაიხურა

2022-01-27 10:10:26

რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო 7 საჯარო სკოლა დაიხურა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-15, მე-17 და მე-20 საჯარო სკოლები.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიქსირდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები