რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო 7 საჯარო სკოლა დაიხურა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-15, მე-17 და მე-20 საჯარო სკოლები.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიქსირდება.