რუსთავში აივნიდან ჩავარდნილი ხალიჩა მოიპარეს. შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ნივთის მეპატრონე უყვება, ხალიჩა აივანზე გასაშრობად გაფინა, ჩაუვარდა და მოპარეს.
"გავრეცხე და გადავკიდე აივანზე. 3 მეტრიანი ხალიჩა იყო, პატარა არ ყოფილა. როცა გავედი და დავინახე არ იყო, ჩავედი ძირს, მთელი მაიაკოვსკი შემოვიარე ფეხით, თუმცა ვერსად ვნახე. მე და ჩემმა მეუღლემ ძლივს გადავკიდეთ ისეთი მძიმე იყო და ქარს სად უნდა წაეღო.
აქ ფეხი რომ დაგრჩეს გარეთ, იმას წაგაცლიან. ადრეც ჩამივარდა პატარა ხალიჩა და სანამ ჩავედი აღარ დამხვდა", - უყვება "ინფო რუსთავს" ნივთის მეპატრონე.