სოციალურ ქსელში უცხოელი იუთუბერის ვიდეო გავრცელდა. ახალ ზელანდიელმა ვლოგერმა საქართველოში მოგზაურობის ვიდეო გადაიღო, რომელშიც ქვეყანაზე და მის ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს. ტურისტი მოგზაურობას ქუთაისიდან ავტოსტოპით იწყებს და ყურადღებას საქართველოს ბუნებაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებს.
ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში (დრო 5:20) კი ჩანს, რომ ტაქსის მძღოლი მას ქართულად შეურაცხყოფას აყენებს, თუმცა ვიდეოს ავტორს მხოლოდ ინგლისური ენა ესმის.
ვიდეო იუთუბზე 3 სექტემბერს არის ატვირთული. სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ნახეთ ვიდეო.