რუსთავში ბინები გაძვირდა

2022-01-28 14:09:14

ბინების გაყიდვის კუთხით, რუსთავში მოთხოვნა უმეტესად ცენტრალურ უბნებზეა, მათ შორის კი მეგობრობის გამზირი ლიდერობს. რაც შეეხება სხვა ადგილმდებარეობებს, ყველაზე მეტი ბინა ასევე იყიდება თოდრიასა და ლეონიძის ქუჩებზე, კოსტავასა და შარტავას გამზირებზე.

"ინფო რუსთავი" უძრავი ქონების ბაზრის რამდენიმე სპეციალისტს ესაუბრა. მათი ​თქმით, 2021 წელს ქალაქში ბინების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზიარდა, თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ძირითადად, რაც ფასზე გავლენას ახდენს, ადგილმდებარეობა, სახლის მდგომარეობა და სართულია.

თუ 2020 წელს რუსთავში ერთოთახიანი ბინის შეძენას დაახლოებით 17 000 დოლარად შეძლებდით, 2021-2022 წლებში ამისთვის მინიმუმ 21 000 დოლარის გადახდა მაინც დაგჭირდებათ.

ბინების ღირებულება ოთახების რაოდენობის მიხედვით რუსთავში ასე გამოიყურება:

ერთოთახიანი ბინა - 17000 - 25 000 დოლარი;

ოროთახიანი ბინა - 23 000 - 36 000 დოლარი;

სამოთახიან ბინა 32 000 - 45 000 დოლარი;

როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, 2 ძირითადი საშუალება, რითაც დღეისათვის ადამიანები ბინების შეძენას ახერხებენ - იპოთეკა ან ემიგრაციაა.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სააგენტოებს რუსთავში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ერთოთახიანი ბინების შესაძენად მიმართავს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები