რუსთავის კოვიდკლინიკებში 4 პაციენტი გარდაიცვალა

2022-01-24 19:35:52

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

60 და 70 წლის პაციენტები გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში". როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ინფიცირებულ ქალებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

80 წლის ქალი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, პაციენტს თანმხლები პათოლოგიები აღენიშნებოდა.

79 წლის ქალი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის ცნობით, ინფიცირებულ ქალს სხვადასხვა დაავადებებთან ერთად დიაბეტიც ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები