რაზე ისაუბრეს ლავროვმა და ბლინკენმა

2022-01-21 18:15:07

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

საათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

როგორც ენტონი ბლინკენი აცხადებს, შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

"ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს..

მე ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება, რასაც დღესაც ჰქონდა ადგილი და რის გაგრძელებასაც მომდევნო დღეებსა და კვირებშიც ვაპირებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

სერგეი ლავროვი კი ამერიკისგან მოითხოვს, რომ ნატომ შეაჩეროს სხვადასხვა სამხედრო აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში და აღარ განიხილოს სამხედრო ალიანსში უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიღება.

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“,- განაცხადა ლავროვმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები