მძიმე ავარია რუსთავში [video]

2020-01-18 22:42:18

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის მოაჯირი შეანგრია და ბორდიურზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათს შორის არიან არასრულწლოვანები.

დაშავებულები სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავი" დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.