2022-01-18 17:08:43
საფრანგეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მამაკაცებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 80 შეკვრა კარაქი და სხვადასხვა სახის ტკბილეული, მათს შორის სნიკერსები, ტვიქსები და ქინდერები მოიპარეს.