ძლიერი ხანძარი რუსთავში [video]

2022-01-14 14:57:37

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარია. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ავტობუსი დაიწვა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაჩერებულ ავტობუსს გაუჩნდა და ძლიერი ქარის გამო ახლოსმდგომ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდა.

ამ წუთებში ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და ინტენსიურ რეჟიმში მიდის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.







ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები