“ომიკრონი” რუსთავშია

2022-01-13 17:09:21

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე რუსთავშია. ქალაქში ომიკრონის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლალი დეკანოსიძემ განუცხადა, ქვემო ქართლში კორონავირუსის ახალი შტამის 23 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის "ომიკრონი" ფიქსირდება რუსთავში, გარდაბანსა და ბოლნისში, თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 13 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1009 შემთხვევა. დღემდე ლაბორატორიული კვლევით გამოვლენილი იყო 951.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები