რუსთავში ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

2022-01-11 17:44:25

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, საწარმოთა ინსპექტირების ფარგლებში, რუსთავში არსებულ ხორცის სარეალიზაოციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარომდა 1000 ლარის ოდენობით.

ჯამში, ქალაქის მასშტაბით, 60-მდე ობიექტი შემოწმდა.

დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით, გეგმიური თუ არაგეგმიური კონტროლი 200-მდე ობიექტს ჩაუტარდა, 100-მდე კი დოკუმენტურად შემოწმდა. ჯამში, სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა 15 ობიექტში.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები