ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა

2022-01-08 15:16:27

ყაზახეთში მომხდარ არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით Times of Israel ავრცელებს.

მათი ცნობით, 22 წლის ახალგაზრდა მაშინ მოკლეს, როდესაც სახლიდან სამსახურში ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, კოგეაშვილი ყაზახეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა და მას 2 ტყვია მოხვდა. ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მასთან ერთად მყოფი 2 პირი მსუბუქად დაიჭრა“, -განაცხადა გარდაცლილის მეგობარმა როსტეასლავ ედელშტაინმა.

ახალგაზრდა კაცს ისრაელში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა ყაზახეთში საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, რასაც მთავრობის გადადგომა და ქვეყანაში არეულობა მოყვა. ბოლო დღეების განმავლობაში არეულობას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები