სამხრეთ საფრანგეთში COVID-19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს. მას დროებით B.1.640.2. უწოდეს.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ახალი ვარიანტი თავდაპირველად კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდგინდა. დღეისათვის აღნიშნული შტამით ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებში ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო მდგრადია ვაქცინის მიმართ და ორიგინალურ ვირუსზე ძლიერ გადამდები. მისი აღმოჩენა კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ახალი ვარიანტების გაჩენა საზღვარგარეთ.
ახალი ვარიანტის კვლევა საწყის ეტაპზეა და მის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალებში ჯერ არ გამოქვეყნებულა.