აშშ-ს კიდევ ერთი ქარიშხალი, "ირმა" უახლოვდება

2017-09-02 10:44:10

სტიქია აშშ-ში, ქარიშხალ ჰარვის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 47 ადამიანი დაიღუპა. 72 000 კი შველას ითხოვს. გარდა ამისა, ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი ირმა აქტიურდება, რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეს წარმოადგენს.

აშშ-ს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ირმა საკმაოდ სახიფათოა. ის კაბო-ვერდეს ტიპის ქარიშხალია, რომელიც ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთით, კაბო-ვერდეს კუნძულებთან ყალიბდება. მსგავსი ტიპის ქარიშხალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიურია.