საბერძნეთში ქართველი მოკლეს [video]

2022-01-02 16:56:45

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ მალევე გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო უშიშროების სამსახურიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები