ალკოჰოლის ჭარბად მიღების გამო რუსთავის კლინიკაში ქალი მოათავსეს

2022-01-02 16:14:01

ახალი წლის ღამეს კლინიკა "რუსთავში" ალკოჰოლური ზედოზირებით 1 პაციენტი მოათავსეს.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ალკოჰოლის ჭარბად მიღების გამო გამოწვეული ინტოქსიკაციით საავადმყოფოში შუახნის ქალი შეიყვანეს.

"კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება იქნა აღმოჩენილი და უკვე ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები