ხმაური რუსთავის მერიაში [video]

2021-12-31 20:09:35

რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო.

ხმაური საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესვლის მოთხოვნით შეკრებილ ენმ-ს დეპუტატებსა და დაცვის პოლიციის თანამშრომელს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

მოგვიანებით ოპონენტებს რუსთავის მერი გაესაუბრა.

ნინო ლაცაბიძემ განცხადება გააკეთა მედიასთანაც და მიმდინარე პროცესებს შოუ უწოდა.

"მთელმა რუსთავმა და  საქართველომ ნახა, რომ პირველივე სხდომაზე ქართული ოცნება დატოვეს დარბაზში მარტო და ორივე პარტიამ დატოვა სხდომა ისე, რომ ვერ ავირჩიეთ თავმჯდომარე. დღეს მე, როგორც მერი გარწმუნებთ, რომ ქალაქი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საკითხია, რომლიც საჭიროებს საკრებულოზე გატანას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავის საკრებულოში არ ისმის ოპოზიციური პარტიების ხმა.

ეს არის შოუ. შემატყობინეს, რომ იყვნენ მოსულები მერიის შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და ჩავედი, ვიკითხე, რით შემეძლო დახმარება გამეწია, აბსურდულ საკითხებზე მესაუბრებიან. მზად ვარ, რომ არ გაჩერდეს ქალაქში არცერთი პროექტი, ვესაუბრო ყველას, ვინც იქნება მომართული იმისკენ, რომ ვაკეთოთ საქმე, გადავდოთ გვერდზე პარტიული ინტერესები. სამწუხაროა, მე გულწრფელად მჯეროდა ბევრი ადამიანის, ვინც დღეს აქ არის მოსული, რომ როგორც ოპოზიციური საკრებულოს წევრები, ქალაქის ინტერესები მათთვის იყო უფრო მაღლა, ვიდრე პარტიული ინტერესები, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.

სხდომებს რაც შეეხება, აუცილებელია, რომ მიმართონ აპარატს. საკრებულოს პირველი სხდომა წაიყვანა უხუცესმა, მორიგი სხდომა კი იქნება ალბათ იანვარში, როგორც ის გადაწყვეტს. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამისი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა აპარატისთვის ოფიციალურად არც ერთ პარტიას დღემდე არ მიუმართავს. ჯგუფურად მივარდე საკრებულოში და სხდომა უნდა ჩავატაროთო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იციან რომ, ასე ხდება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

როგორც ენმ-ს დეპუტატმა, ნანა შატბერაშვილმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე, როგორც ქალაქის მერი ვერ გადაწყვეტს, როდის დაიკავებენ საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზს.

"ნინო ლაცაბიძის, როგორც ქალაქის მერის გადასაწყვეტი არ არის რუსთავის საკრებულოს რომელი დეპუტატი როდის გადაწყვეტს, რომ სხდომათა დარბაზი დაიკავოს და მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობა შეასრულოს.

ჩვენ გვინდოდა სამუშაო ფორმატით შევსულიყავით დარბაზში, ამისთვის არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ წერილიბითი ფორმით მიგვემართა, მაგრამ რომც გვდომებოდა, დღეს ათი საათიდან ვართ შენობაში და საკრებულოს არც ერთი თანამშრომელი სამუშაო დღეს არ არის სამსახურში, პარალიზებულია რუსთავის საკრებულო", - განაცხადა შატბერაშვილმა. 




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები