მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

2017-09-01 14:35:29

ამ დროისთვის თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას,  მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ორი მხრიდან ხდება სახანძრო ტექნიკის მობილიზება, სამუშაოებში ერთვება შსს-ს ვერტმფრენიც.