შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის თქმით, დღეს, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა. ჯანიაშვილი კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა თქვა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.