რუსთაველი სპორტსმენი თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში 56 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
21 წლის სპორტსმენი წლებია ემიგრაციაში იმყოფება და "The Ico-ს" საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელიც უნგრეთში გაიმართა, მონაწილეობა კვიპროსის სახელით მიიღო.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას ახალგაზრდა სპორტსმენი აცხადებს, თავდაპირველად როცა სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა შეჯიბრებებზე გამოსვლას არ ფიქრობდა, თუმცა 3 წლის წინ უფრო სერიოზულად მოეკიდა თავის პროფესიას.
როგორც თეკლა ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა რომელი ტიტული მოპოვება, არამედ გამოცდილების დაგროვებაა.
თეკლას ოცნება ტაილანდში წასვლა და ტაილანდური ბოქსის ლეგენდების გაცნობაა.