დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები ქვეყანაში

2021-12-24 12:51:55

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“  ეთერში განაცხადა.

თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელს. „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, - განაცხადა გამყრელიძემ.