უბედურ შემთხვევას 22 წლის გოგო ემსხვერპლა

2021-12-24 12:00:38

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

ინფორმაციას „თბილისი ენერჯის“ ავრცელებს და მათი განცხადებით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.

გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, - მიმართავს კომპანია მოსახლეობას.