შეეხება თუ არა უქმე დღეები კერძო სექტორს

2021-12-23 15:24:56

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეები საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

"სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი",- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.