სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრის მაგივრად 29-ში დაიწყება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.
"საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ",- აცხადებენ სამინისტროში.