ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

2021-12-23 11:02:34

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.