ვარკეთილში ქმარმა 22 წლის ორსული ქალი მოკლა.
5 თვის ორსულს მამაკაცმა სასიკდვილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ცოლ-ქმრის 1 წლის შვილიც.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.