ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა

2021-12-22 16:21:38

ქსანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს პოლიციის ავტომობილი და თავდაცვის სამინისტროს პიკაპი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, პატრულის მანქანა ამობრუნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, მოყინული გზა გახდა.