კოვიდის შემთხვევები რუსთავის კიდევ 3 სკოლაში დაფიქსირდა

2021-12-22 15:38:13

კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის კიდევ 3 სკოლაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუდსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა მიაწოდა.

როგორც ხეჩიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მე-4, მე-7 და მე-15 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ინფიცირებულები მოსწავლეები არიან. სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები გადადის.

ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის 8 სკოლაშია დაფიქსირებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები