ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.