საქართველოში კოკსაკის ვირუსი დაფიქსირდა

2017-08-31 11:28:43

საქართველოში კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანლის პაატა იმნაძის ინფორმაციით,  აღნიშნული ვირუსი საქართველოსნაირი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ფიქსირდება, თუმცა ვირუსი იმდენად მსუბუქია, არ აღირიცხება. საქართველოში კოკსაკის ვირუსი ძირითადად მაის-ივლისში დაფიქსირდა.

"ინფო რუსთავი"რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" ხელმძღვანელს დაუკავშირდა. დავით ბეგაშვილის განმარტებით, ზაფხულის პერიოდში კოკსაკის ვირუსის შემთხვევა არც რუსთავის და არც ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით არ ყოფილა.

ვრცლად ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და რეკომენდაციების შესახებ.