ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს

2021-12-22 11:01:12

ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. ის საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოკითხეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან გაუჩინარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ სამი დღის განმავლობაში სურამში იყო და სურამის ტყის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

"მივეცი განმარტება. პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი ქმედება იყო მიზეზი გაუჩინარების და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე", - თქვა გერლიანმა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ.