2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2021-12-21 11:06:19

ქუთაისთან, მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი თავდაპირველად ხიდის ჯების შეეჯახა, რის შემდეგაც ხიდიდან გადავარდა და წყალში ჩავარდა. შემთხვევის დროს 2 ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა, 3 მგზავრმა კი მდინარეში გაცურვა მოახერხა.

ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.