როგორ უნდა ჩაერთოთ უფასო ლიფტების პროგრამაში

2021-12-20 18:27:18

რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქალაქის მასშტაბით არსებული ლიფტებით მგზავრობა უფასო გახდება.

იმისათვის, რომ კონკრეტულ კორპუსში ლიფტით სარგებლობა უფასო გახდეს, რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო.

1. უნდა შედგეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, რომელზეც 2/3-მა უნდა განაცხადოს პროგრამაში ჩართვაზე თანხმობა. დასრულების შემდეგ უნდა შედგეს კრების ოქმი

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა გააფორმოს ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან

3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწერება განცხადება, რომელიც კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასა და კრების ოქმთან ერთად უნდა შეიტანონ ააიპ "რუსთავის კორპუსში" და მოითხოვონ პროგრამაში ჩართვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები