ქვემო ქართლში 21 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს

2021-12-20 17:16:45

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში 21 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს. ქალის ცხედარი ახლობლებმა მდინარეში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც სოფელში "ინფო რუსთავს" უამბეს, 21 წლის გოგონამ ერთი თვის წინ იქორწინა. ადგილობრივები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.

საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.