საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში 10 საეჭვო შემთხვევის სწავლა მიმდინარეობდა, საიდანაც 2 შემთხვევა დადასტურდა.
ორივე შემთხვევაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ორივე მათგანი უცხოეთში იმყოფებოდა, კერძოდ ერთი აშშ-ში, მეორე კი დუბაიში. მათ 26 კონტაქტი ჰყავთ, NCDC ამჟამად კონტაქტებს სწავლობს.
"ორივე პაციენტს მსუბიქი სიმპტომები აქვს. მსუბუქი გაჭედილობა, ტემპერატურა. განსაკუთრებული არაფერი. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდები არიან ინფიცირებულები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.