ოჯახის წევრები რამაზ გერლიანს ეძებენ

2021-12-20 12:34:39

ოჯახის წევრები რამაზ გერლიანს ეძებენ.

როგორც გაუჩინარებული კაცის ძმამ, რომანოზ გერლიანმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, ოჯახი კაცს კვირიდან, 19 დეკემბრიდან მოყოლებული ეძებს.

ძმის ცნობით, რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში – არც ავჭალაში და არც სამგორში – არ იმყოფება და არც ახლობლებს აქვთ ინფორმაცია მისი სამყოფელის შესახებ. ძმის ინფორმაციითვე, გაუჩინარებული კაცის ავტომობილი, ავჭალის პოლიციის შენობასთან ნახეს, სადაც ავტომობილის გასაღები და პირადი ნივთები იყო, თუმცა თავად რამაზ გერლიანი არავის უნახავს.

ოჯახის ცნობით, გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სამართალდამცავს ზეწოლაში ადანაშაულებს.