თბილისში, ვაზისუბანში არსებული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი იწვის.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირს უკავშირდება.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს არკვევს.