"დანაშაული აღიარებული იყოს"

2021-12-19 14:06:57

"დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება", - ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი საქართველოში პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების შერიგების საკითხს.

როგორც მეუფე იოანე აღნიშნავს, პირველ რიგში, შეთანხმება უნდა მოხდეს ტერმინებზე.

"როცა არის 2 დაპირისპირებული მხარე და არის სადავო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ სადავო საკითხებზე. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენ კიდე სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს, ვინც ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ვინ? ვინც იყო მკვლელი. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა, შვილის საფლავზე დისტანციურად, ეს რა, არ იყო მკვლელობა?", - განაცხადა მეუფე იოანემ.