ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ავარიას ახლაგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მოცურდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ცენტრალური გზიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.