თელავი-ნაფარეულის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოძრავ ადამიანს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ექიმების განმარტებით, ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მსხვერპლით დასრულებულ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.