ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი ნახეს

2021-12-15 18:30:20

თბილისში ერთი ოჯახის სამი წევრი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მისი მეუღლე და დედა ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრები იყვნენ და თბილისში დროებით ცხოვრობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად კი ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.