ქვემო ქართლში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

2021-12-15 12:29:18

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, 35 წლამდე კაცმა 30 წლამდე ცოლს და 50 წლამდე სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ნასამართლევი იყო.

ცოლ-ქმარს ერთი შვილი დარჩა, რომელიც კონფლიქტის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

როგორც შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექასის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები